ავთანდილ გალდავა, კონსტანტინე ანანიაშვილის ნაცვლად, აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ის ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, გალდავა გასული წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელთან მომლაპარაკებლის ფუნქციას ითავსებდა.
მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა და გალდავასთან და რამდენიმე პირთან ერთად დატოვა ბანკის ტერიტორია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშაველბაულ, ბანკის მძარცველს კი ამ დრომდე ეძებენ.