22 ივნისს, ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, 1000 ლარით დააჯარიმეს მოძრაობის, „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელი, ხატია ჯანაშია.
ინფორმაციას რადიო თაავისუფლება ავრცელებს.
ამ ფორმით გააპროტესტა მან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
პრეზიდენტს აქტივისტებმა „მოღალატე“ და „სამშობლოს მტერი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ამ დროშის გამო, სამშობლო დასავლეთში და ნაცებში გაცვალა“.