ბრიტანეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა: შეძრწუნებული ვარ ნანახით

ბრიტანეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შემდეგ აცხადებს, რომ „შეძრწუნებულია ნანახით და იმ გავლენით, რომელიც ამ კონფლიქტს აქვს“.

„ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და მუშაობს კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოების შერიგებისათვის პირობების შესაქმნელად“, - წერს Twitter-ზე ბრიტანელი დიპლომატი.