ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (323-ე, 329-ე 150-ე და 236-ე მუხლები).

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა.