Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვა დაადასტურა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Theguardian-ი ავრცელებს.
ნედ სიგალის ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა დონალდ ტრამპს გაუჩნდეს პლატფორმაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, Twitter შეინარჩუნებს სამუდამო აკრძალვას დონალდ ტრამპის ანგარიშზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ისევ შეეცდება იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე ან გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ნედ სიგალის განცხადებით, Twitter-ის წესების მიმართ, რაც ძალადობისაკენ მოწოდების აკრძალვას შეეხება, თანაბარია ყველა, მიმომხილველებიდან დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული.