პოლიციამ 14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ 14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, 23 წლის კაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშუალი 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.