ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლებამ“ 25 ივნისს დილიდან ცალმხრივად ჩაკეტა დანარჩენ საქართველოსთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი „ენგურის ხიდი“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

24 ივნისს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთში "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლოებამ“ „საზღვრებზე“ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი გამოცემა Apsnypress-ის თანახმად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა“.