უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და უკრაინის ქართული დიასპორა ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.
უწყების თანახმად, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.
მალხაზ კვიჟინაძეს და ჯონი ოდიშვილს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. ის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან). რადიო თავისუფლების თანახმად, ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.