რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის მიერ დაარსებული რუსულენოვანი “რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა” დაახლოები 150 000 დოლარით დააჯარიმა, მიზეზი კი რუსეთის “უცხოეთის აგენტის” კანონთან წინააღმდეგობაში ყოფნა დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“რადიო თავისუფალი ევროპა” რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად 2017 წელს გამოაცხადა.
2021 წლის 10 თებერვალს, რუსეთის კომუნიკაციების დამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, "რადიო თავისუფლებას" იმის გამო აჯარიმებენ 11 მილიონი რუბლით (150 000 დოლარი), რომ მაუწყებლობა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, როგორც “უცხოეთის აგენტს”, არ ახდენდა.
როგორც რადიო მაუწყებლობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, დაჯარიმების ფაქტს უსამართლობად და სახელმწიფოს მიერ ზეწოლად აფასებენ.