თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი. კინოფესტივალის მთავარ სექციაში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ წარადგინეს, რომელიც საქართველო-გერმანიის ერთობლივი კინოპროდუქციაა.
როგორც Europetime-სთვის გახდა ცნობილი, რეჟისორი იზოლაციაშია, რადგან საქართველოში ახლახან დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული ფილმი, დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ წელს კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში, ბერლინალეს ერთ-ერთ სექციაში კი სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ მოხვდა.
ბოლოს ბერლინალეს მთავარ კონკურსზე, 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმ „უძნართა მზე“ იყო წარდგენილი, რომელმაც საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა.
ალექსანდრე კობერიძის ფილმში "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?". მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.