რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება ცხადყოფს, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა.
„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.