საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, თეა წულუკიანი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა.
ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ და ბასიანის ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
საუბარი ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა.