Bloomberg-ის ცნობით, ლიეტუვა რუსულა ვაქცინას იმ შემთხვევაშიც არ შეიძენს, თუ მას ევროკავშირი დაამტკიცებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ვიდრე რუსეთი საკუთარ მოსახლეობას აცრის, ვაქცინის მიყიდვას სხვა ქვეყნებისთვის ეცდება. „ეს რუსეთის მორიგი გეოპოლიტიკური თამაშია",- აცხადებს შიმონიტე.
პრემიერის თქმით, ქვეყანას უკვე საკმარისი დასავლური წარმოების ვაქცინა აქვს და „რუსული ვაქცინის საჭიროებას ვერ ხედავს“.
გამოცემის ცნობით, რუსეთი საკუთარი Sputnik V-ით ევროკავშირის მომარაგებას აპირებს. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანიაც განიხილავს რუსული ვაქცინის ადმინისტრირებას.
შიმონიტეს თქმით, დასანანია, რომ ევროკავშირი რუსული ვაქცინის გამოყენებას განიხილავს.