ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ არსებობს ყველა საფუძველი საიმისოდ, რომ კიევმა NATO-სგან მიწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ იმისათვის, რომ სამიტის გადაწყვეტილებები შინაარსიანი იყოს.

NATO. ვილნიუსი. უკრაინა. არსებობს ყველა მიზეზი იმისა, რომ უკრაინას გაეგზავნოს პოლიტიკური მიწვევა,  შეუერთდეს ალიანსს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გუნდთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც შინაარსიანი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.


NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.

ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა.

ასევე გაეცანით: