NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დარჩება. ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებულ EURACTIV-ს ოთხმა წყარომ განუცხადა.
Euractiv-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის მანდატი 28 ივნის გახანგრძლივდება.
NATO-ს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ვადის გახანგრძლივება დასავლეთის სამხედრო ალიანსს უფრო მეტ დროს აძლევს, რათა ფოკუსირება მოახდინონ უკრაინისადმი მოკლე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე.
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება გასულ წელს ერთი წლით უკვე გაახანგრძლივა.
ხსენებული გადაწყვეტილებაც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა.