ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას პირველად ესაურა მას შემდეგ, რაც მან ახალი ადმინისტრაცია ჩაიბარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბრისას ჰონ-კონგის მოვლენებისთვის გააკრიტიკა და სინძიანის პროვინციაში ჩინეთის მთავრობის მიერ მუსლიმი მოსახლეობის უსამართლო მოპყრობა მკაცრად დაგმო.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანას შორის დაპირისპირება კატასტროფა იქნება. ჩინეთის საგარეო მინისტრის ინფორმაციით, სი ძინპინმა მტკიცე ტონით ისაუბრა აშშ-ის ლიდერთან და გამოთქვა იმედი, რომ აშშ ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" გაგებით მოეკიდება.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს ტაივანმა ჩინეთის მხრიდან სამხედრო წვრთნებზე, რომელიც მათ საზღვართან ახლოს ტარდებოდა, არაერთხელ გამოხატა შეშფოთება. ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაწყებული სავაჭრო ომიც ამძიმებს.

მიუხედავად ბაიდენის მკაცრი პოზიციისა ჩინეთის მიმართ, სი ძინპინმა მაინც მიულოცა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს პოსტის დაკავება.