სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ფონზე, მთიანი ყარაბაღის არეალში სროლის შესახებ იუწყებიან

სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მის პოზიციებს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან გაუხსნეს, დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.


აშშ მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც ერთად მუშაობენ გრძელვადიანი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე. 

დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია“, - აღნიშნა ბლინკენმა.

27 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან. მოგვიანებით შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა.

27 ივნისს ვაშინგტონში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკების რაუნდი დაიწყო.