ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ხორვატიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს განაცხადა. ხორვატიის მთავრობამ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს დაუჭირა მხარი.

უკრაინული მედიის თანახმად, ამ დროისთვის, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ ცნო.


ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ -  2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში.

2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია.

ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. 

საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა. 

2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.