ზელენსკი: უკრაინის გამარჯვებით, არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით, არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, კავკასიის ქვეყნები და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები.

ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვისა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელორუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ.


„ასეთ პრინციპს ვთავაზობ უკაინული დოქტრინისთვის, მისი გლობალური უსაფრთხოების კომპონენტისთვის - არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ველოდოთ რუსეთისგან, არამედ, ნებისმიერი სიბოროტისთვის მზად ვიყოთ, რათა რუსეთში ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინასთან ყოველთვის დამარცხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომს გაყინულ კონფლიქტად აქცევს.

„რუსეთი ამ ომს წააგებს, ამაში ევროპას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, ხოლო ჩვენ მშვიდობას მივიღებთ, რეალურ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხებისთვის. ყველა ერთად, ერთობით, ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენი ალიანსის გაძლიერებით, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებით, ევროკავშირისა და ჩვენი საერთო ცხოვრების ევროპული წესის გაძლიერებით”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას.