ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და მხოლოდ ერთწლიანი არ იქნება.
ამის შესახებ მინისტრმა გერმანულ მხარესთან აღნიშნული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს.
„ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა.