ასთმის სამკურნალოდ ფართოდ გავრცელებული სამკურნალო პრეპარატები, კორონავირუსით ჰოსპიტალიციის რისკსა და ავადობის პერიოდს ამცირებს. Oxford-ის უნივერსიტეტის კვლევაზე Reuters-ი წერს.
ასთმის წამალს, თუ მას პაციენტს სიმპტომების გამოჩენიდან შვიდი დღის განმავლობაში დაუნიშნავენ, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასა და გამოჯანმრთელების დროის შემცირება შეუძლია.
146 პაციენტის გამოკვლევით დადგინდა, რომ პრეპარატი „ბუდესონიდი“, ჰოსპიტალიზაციის რისკს 90%-თ ამცირებს.
„მოხარული ვარ, რომ შედარებით უსაფრთხო და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატს შეუძლია სამედიცინო სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქოს“, - განაცხადა კვლევის მთავარმა სპეციალისტმა მონა ბაფანდჰეიმ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები რეცენზირებულ ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნდება.