აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს განაცხადა, ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის მიყიდვის დამტკიცებას გეგმავს. Alarabiya-ს თანახმად, კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი მიჰყიდის 332,2 მილიონ აშშ დოლარის 30 მმ-იან საბრძოლო მასალას და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას ტაივანს და 108 მილიონ აშშ დოლარის სათადარიგო და სარემონტო ნაწილებს ბორბლიანი მანქანებისა და იარაღისთვის.


გაყიდვები დაეხმარება ტაივანს, „შეინარჩუნოს სანდო თავდაცვითი შესაძლებლობები“, მაგრამ „არ შეცვალოს ძირითადი სამხედრო ბალანსი რეგიონში“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის გეგმას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნაბიჯი მნიშნელოვანია ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.


Alarabiya წერს, რომ კონგრესს აქვს უფლება, უარი თქვას გაყიდვაზე, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კანონმდებლები უბიძგებენ შეერთებულ შტატებს უფრო შორს წავიდეს და პირდაპირ მიაწოდოს იარაღი ტაივანს, ვიდრე დაამტკიცოს მისი შესყიდვის მოთხოვნები.