პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პარალელურად, შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პრემიერი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.