ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხახებით, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში მისაღები ვაქცინის ტრანსპორტირებას თავად „კოვაქსი“ უზრუნველყოფს.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება საქართველოში დაანონსებულ ვადებში, თებერვალში მოხდება.
გარდა ამისა, დღესვე მინისტრმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ დამატებით, მარტის დასაწყისში ქვეყანა 150 ათას დოზა „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინას მიიღებს.
„ავიაკომპანიას რაც შეეხება, კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებას უზრუნვეყოფს თავად კოვაქს-პლატფორმა და ავიაკომპანიაზე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ვაქცინის მოწოდების ერთ-ერთი უსაფრთხო გზა, რადგან ვიცით, რა რთულია ის ცივი ჯაჭვი, რომელიც ფაიზერის ვაქცინას სჭირდება“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.