როკის გვირაბის მონაკვეთზე ოკუპანტების მიერ დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია. ინფორმაციას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ერიკ დრულევი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

ამავე თემაზე: საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავა.