ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.