ავსტრიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც გერმანიამ 2022 წელს უკრაინის ომის ფონზე დაიწყო.
„ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საერთაშორისო მედიის თანახმად.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან.
„ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
ინფორმაციისთვის, გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.