ჯანმო ვაქცინაციის პროცესის ჩასატარებლად საქართველოსთან თანამშრომლობას აძლიერებს

ჯანმო საქართველოსთან თანამშრომლობას აძლიერებს, რათა ვაქცინამ ყველა ადამიანი მოიცვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ ვაქცინა იმედს უსახავს და იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც პანდემიის დროს წინა ხაზზე იბრძვიან.

„ასევე იმათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა და ეშინია დაავადების შედეგების. ამ გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით WHO შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, ვაქცინამ მოიცვას ყველა ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება“, - აცხადებს სილვიუ დომენტე.