ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 40-მდე დიპლომატმა და თანამშრომელმა რუმინეთი პირველ ივლისს, გვიან დატოვა, რადგან რუმინეთის მთავრობამ მოსკოვს, ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობის შემცირების ბრძანებით 8 ივნისს მიმართა.
რუმინეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირება ბუქარესტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აჩვენებს.
ბრძანების ფარგლებში, მოსკოვი იძულებული იყო, გაეუქმებინა 51 პოზიცია, თუმცა რამდენიმე უკვე ვაკანტური იყო - საბოლოო ჯამში, ქვეყნის დატოვება 40 პირს, მათგან 11 დიპლომატს მოუწია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და NATO-ს რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს.