ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეჭირა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში.

მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.