ისრაელმა F-35-ის მესამე ესკადრილიის შეძენა დაამტკიცა. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა.
იტყობინება Bloomberg-ი.
Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული დამატებითი 25 თვითმფრინავი, ისრაელის საჰაერო ძალებში F-35-ების რაოდენობას 75-მდე გაზრდის.
შეთანხმება დაფინანსდება თავდაცვის დახმარების პაკეტით, რომელსაც ისრაელი შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა შეერთებულ შტატებს მიღმა, რომელმაც F-35 შეიძინა. 2018 წლის მაისში მისმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა.