თეგი: F-35
რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს
რუმინეთი ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენას კვლავ გეგმავს. პორტუგალიიდან და ნორვეგიიდან გამანადგურებლების შეძენის შემდეგ, რუმინეთი საჰაერო ძალების განახლებას განაგრძობს, მაგრამ ახალი თაობის მებრძოლები ექსპლუატაციაში მხოლოდ 2030 წლის შემდეგ შევა. „F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს რუმინეთის არმიას, უფრო ეფექტურად შეასრულოს მისია, თუმცა საჰაერო ძალების მოდერნიზაცია აქ არ შეჩერდება; ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი თაობის თვითმფრინავების, F-35-ის შესყიდვას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის შემდეგ. იოჰანისმა დაამატა, რომ რუმინეთმა გადაწყვიტა, განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. რუმინეთს ამჟამად 17 F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს. რუმინეთი, რომელიც NATO-ს 2004 წელს შეუერთდა, 2026 წლამდე 9,8 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. აშშ-მ F-35 - ის გამოყენებით, პირველი საბრძოლო ოპერაცია 2019 წლის მაისში ჩაატარა. კერძოდ, F-35-მა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვირაბებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.
ბალტიის რეგიონში აშშ-ის დამატებითი ძალები გადანაწილდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაგზავნის 32 AH-64 Apache შვეულმფრენს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. „ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ არცერთი ახალი ძალა არ იგზავნება შეერთებული შტატებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების დამატებით გადაადგილებას დაეთანხმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა
ისრაელი F-35 ტიპის 25 თვითმფრინავს 3 მილიარდ დოლარად შეიძენს
ისრაელმა F-35-ის მესამე ესკადრილიის შეძენა დაამტკიცა. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა. იტყობინება Bloomberg-ი. Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული დამატებითი 25 თვითმფრინავი, ისრაელის საჰაერო ძალებში F-35-ების რაოდენობას 75-მდე გაზრდის. შეთანხმება დაფინანსდება თავდაცვის დახმარების პაკეტით, რომელსაც ისრაელი შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა შეერთებულ შტატებს მიღმა, რომელმაც F-35 შეიძინა. 2018 წლის მაისში მისმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა.
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის
Alarabiya-ს თანახმად, პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს, მათ შორის F-35-ებს აგზავნის, რათა დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები და უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება. „ზოგიერთი [მოიერიშე თვითმფრინავი] გზაშია,“ - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა. მისივე თქმით, მუდმივი საფრთხის ფონზე, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, პენტაგონი აშშ-ის წარმომადგენლობას და მონიტორინგის შესაძლებლობას ზრდის. მანვე განმარტა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მედია გუშინ, 16 ივლისს წერდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებდა. გასულ თვეში, სირიის ცაზე რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის“ საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ფლოტი გაგზავნა.
იაპონური F-35-ის ტიპის თვითმფრინავები ავსტრალიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი (F-35A) ავსტრალიის სამხედრო ბაზაზე განლაგდა. მიზანი დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაა. Kyodo-ს ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა. ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო თავდაჯერებულობის ფონზე. აღნიშნავენ პირველ აქტივობას ახალი შეთანხმების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ წვდომასა და თანამშრომლობას თავდაცვის ძალებს შორის. ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი F-35-ის ტიპის თვითმფრინავი ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, ტინდალში ჩაფრინდა პერსონალთან ერთად.
Telegraph: დიდ ბრიტანეთში განთავსდება ამერიკული F-35-ები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ
ბრიტანული The Telegraph-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების F-35-ის ტიპის ახალი მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, დიდ ბრიტანეთში განთავსდება. გამოცემის ინფორმაციით, F-35-ის თვითმფრინავების ორი ესკადრილია მალე საფოლკში, აშში-ს ბაზაზე განლაგდება. თვითმფრინავს ასევე შეუძლია საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება. ბრიტანეული გამოცემა წერს, რომ 54 ერთეული F-35 ბრიტანეთში ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში განთავსდება. მანამდე ამერიკული ბირთვული იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური თანხმობაა საჭირო. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის ნებისმიერი ასეთი განთავსება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული. The Telegraph-ი წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრის ოფისმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.
ისრაელი F-35-ის ტიპის 25 თვითმფრინავის შესყიდვას იწყებს
ისრაელმა აშშ-ის წარმოების F-35-ის ტიპის სტელსის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკის მთავრობისგან შეისყიდის 25 თვითმფრინავს, რომლებიც Lockheed Martin-ის მიერ არის წარმოებული. „ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, ისრაელის F-35-ების ფლოტი „75-მდე გაიზრდება,“ აცხადებენ სამინისტროში. გარიგების ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შესყიდვა ამერიკული ფონდებიდან დაფინანსდება. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2016 წელს F-35-ის თვითმფრინავი შეიძინა. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს ეს თვითმფრინავები.
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა. ეს აშშ-ის წარმოების თვითმფრინავების პირველი პარტიაა, რომელმაც F-16-ების ფლოტი უნდა შეცვალოს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.
ჩეხეთი აშშ-სგან მეხუთე თაობის F35-ებს შეისყიდის
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ და აშშ-ის ელჩმა ბიიან საბეტმა, ჩეხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსა და მეხუთე თაობის F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „ამ მთავრობათაშორისი შეთანხმებით, ჩვენი ქვეყანა და არმია ახალ ეპოქაში გადადის. იმ ეპოქაში, როცა არამარტო ჯარისკაცების, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხითაც, ჩვენ ვიკავებთ ადგილს NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების პირველ ლიგაში. მეხუთე თაობის თვითმფრინავები NATO-ს ავიაციის ხერხემალია,“ - განაცხადა ჩერნოხოვამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ ეს შენაძენი ჩეხეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობას გაზრდის. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩეხეთის მთავრობამ 5,62 მილიარდი დოლარის ღირებულების 24 უახლესი თაობის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვა დაამტკიცა, რაც თავდაცვის ყველაზე ძვირადღირებული ერთიანი შესყიდვაა ქვეყნის ისტორიაში. ისინი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავს ჩაანაცვლებენ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ შვედეთიდან 2027 წლამდე იჯარით მიიღო. ოქტომბრის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხური იარაღის კომპანია LOM Praha, მის შვილობილ VR Group-თან ერთად, ქვეყანაში სერტიფიცირებული F-35-ის სასწავლო ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს Lockheed Martin-თან აწარმოებდა.