იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება.
იაპონური ტელეარხის NHK-ის თანახმად, იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა.
მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.