"სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინებას ხვალ გამოქვეყნდება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
რიგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, განჩინების გამოქვეყნების გადადების მიზეზი, სონდოზე განხილული ბევრი თემა გახდა.
."იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
სასულიერო პირების წინასწარი განცხადებებით ირკვევა, რომ დღეს სინოდის წევრებმა ეპარქიების ახალი წინამძღოლების დანიშვნის საკითხი განიხილეს. ასევე განიხილეს სასულიერო პირების ვაქცინაციის და დავით გარეჯის თემა.
სონოდის დაწყებამდე სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. როგორც Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხად კორონავირუსზე ტესტირების შედეგად Covid19 სინოდის არც ერთ წევრს არ დაუდასტურდა.
პატრიაქრის ექიმის ცნობით, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი არც ერთ სასულიერო პირს არ დადასტურებია.
„რეგიონებში იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ საპატრიარქოსთან კონტაქტში მყოფ სასულიერო პირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია. დღეს ტესტირება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს ჩაუტარდათ და არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი", - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას პატრიარქის ექიმმა.