საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე განმარტებები ეთხოვა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.
ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში
ამავე თემაზე:
- უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
- რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს
- ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს