საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ვაქცინა საქართველომ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიიღო და 150 დოზის მიღების შესახებ, Astra Zeneka-სგან თანხმობა დღეს მიიღეს.

„დღეისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 000 ვაქცინა. თქვენ იცით, რამდენად დეფიციტურია ზოგადად ბაზარზე ვაქცინა და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი.

ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმიდან მოხდება საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოვაქსპლატფორმის პირობებში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ მოწოდებას უზრუნველყოფს თვითონ კოვაქსპლატფორმა. შესაბამისად, ავიაკომპანიაზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მოწოდების წყარო, რადგან ვიცით, თუ რამდენად რთულია „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოს მიიღებს.

ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ დამაკმაყოფილებელი, დამცველობითი უნარი ვერ აჩვენა