უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ახლავე მიიწვიოს უკრაინა NATO-ში.
უკრაინული მედიის ცნობით, CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არის „გადაწყვეტილების მიმღები“ იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში.
„ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს NATO“, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნებოდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად იქნები მოკავშირეების გვერდით", - განაცხადა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ესმის, უკრაინა NATO-ში ვერ იქნება ომის დასრულებამდე.
„NATO ადგენს, რომ ტერიტორიული დავების მოგვარება არის “ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, მოიწვიოს თუ არა სახელმწიფო ალიანსში გასაწევრიანებლად".
„ჩვენ ყველაფერი გვესმის", მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.