აშშ-ში კორონავირუსზე აცრილებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს, Covid-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ინფორმაციას VOA ავრცელებს.

"არასაჭირო კარანტინის თავიდან აცილებისას მიღებული ინდივიდუალური და სოციალური უპირატესობები გადაწონის იმ უცნობ და პოტენციურ რისკებს, რაც [დაავადების] გადადებას უკავშირდება",- აცხადებენ CDC-ში.

განსხვავებული იქნება პროტოკოლი მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი და ორი დოზა მიიღო. ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ კარატინი თავიდან აიცილონ, ვაქცინის დოზა ბოლო 3 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.