უკრაინაში რუსეთიშ შეჭრის შემდეგ, იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებს და ავტომობილს მოიცავს.
„ასევე კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის 80 პირთან დაკავშირებული დაახლოებით 330 მლნ. ევროს ღირებულების საფინანსო აქტივების გაყინვის შესახებ“, - განაცხადა განყოფილების უფროსმა ენცო სერატამ.