კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია “ვივამედის” შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი, კლინიკის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები გააჟღერეს.
მხარდამჭერებს “კლინიკის” პალატიდან მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.
მან ფანჯრიდან საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მიეცეს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს უნდა მიეცეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება. მათი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები.