საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და ირლანდია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შონ ო'ფარელმა განაცხადა.
ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ, შონ ო'ფარელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გეგმები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნებმა უნდა დაძლიონ. შონ ო’ფარელის თქმით,