პაპუაშვილი: ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელ მეგობარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პაპუაშვილი წერს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში.

„ვულოცავ 4 ივლისს ყველა ჩვენს ამერიკელ მეგობარს! გისურვებთ დღესასწაულებითა და სიხარულით სავსე დღეს, რადგან აღნიშნავთ თქვენი დიდი ერის დაბადების დღეს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგრძელებს თანამშრომლობის, პროგრესისა და საერთო ღირებულებების განვითარებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” - წერს შალვა პაპუაშვილი.