აშშ-ში "რესპუბლიკელთა" ნაწილი მესამე პარტიის შექმნას განიხილავს

აშშ-ში ათობით რესპუბლიკელი მესამე პარტიის შექმნას განიხილავს.

Reuters-ის ცნობით, რამდენიმე რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ჩამოყალიბებას განიხილავს.

რესპუბლიკელებმა ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბარი დაიწყეს იმის გამო, რომ მათ ტრამპის "არასასურველი მემკვიდრეობის" ჩრდილში მოხვედრა არ სურთ.

იდეის მხარდამჭერმა, 120-მა "რესპუბლიკელმა" თემის განსახილველად ონლაინპრესკონფერენციაც გამართა.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა. ჯეისონ მილერი ახალი პარტიის ინიციატორებს "უიღბლოებს" უწოდებს.

"ამ უიღბლოებმა პარტია მაშინ დატოვეს, როდესაც ხმა ჯო ბაიდენს მისცეს",- აცხადებს ჯეისონ მილერი.