ევროკომისია 2021 წელს მსოფლიო (EU–ს გარეშე) ეკონომიკის 5.2%–იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას შორეულ პერსპექტივად განიხილავს. ინფორმაცია ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია მოხსენიებული
ევრობლოკის ეკონომიკა როგორც 2021, ასევე 2022 წლებში 3.8%–ით გაიზრდება, ხოლო კონკრეტულად ევროკავშირისა – 3.7% და 3.9%–ით.
რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას (EU–ს გარეშე), დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 5.2%–იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2022–ში კი – 3.8%-ს. შემოდგომის პერიოდის ანალოგიურ დოკუმენტში 2021 წელს მსოფლიოს მშპ–ის (EU-ს გარეშე) ზრდა 4.7%–ით იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი – 3.7%–ით.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. წლის განმავლობაში დაგეგმილი მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, აღდგენის პროცესი ბევრად ხანგრძლივი იქნება.