ჩოხატაურის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ახალაშენებული საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმნცა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ჩოხატაურის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენს.