უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე აცხადებს, რომ ღამურა კლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანმოს ექსპერტის, პიტერ ემბარაკმა აღნიშნა, რომ ვირუსის წარმოშობის ძიება ღამურებზე, როგორც ინფექციის ბუნებრივ მატარებლებზე მიანიშნებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უხანში მოხდა.
“რომელიმე პირველწყარო ცხოველიდან, ჰუანანის ბაზრამდე სავარაუდო გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და რთული და ამასთანავე ამ პროცესის პარალელურად შესაძლოა საზღვრის კვეთის შემთხვევებიც დაფიქსირებულიყო”, - თქვა ემბარეკმა პრესკონფერენცის დროს.
ჩინეთის წარმომადგენელმა ლიანგ ვანიანმა კი აღნიშნა, რომ ჩინურმა მხარემ ახალი კორონავირუსის უფრო ადრეული გავრცელების ნიმუშები აღმოაჩინა, რომელიც პირველ შემთხვევებს “რამდენიმე კვირით” უსწრებს. მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ვირუსი სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა და ის შეუმჩნეველი დარჩა.