აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსონთან საუბრისას შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ბაიდენმა, რომელიც ოვალურ კაბინეტში კრისტერსონის გვერდით იჯდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურდა, გაემეორებინა აშშ-ის მხარდაჭერა შვედეთის გაწევრიანების მიმართ.
კრისტერსონმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შვედეთი ბაიდენის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.
შვედეთის, თურქეთისა და NATO-ს გენმდივნის შეხვედრა ხუთშაბათს, ბრიუსელში შედგება, რის შემდეგაც იენს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება.