ჯო ბაიდენმა მექსიკის კედლის მშენებლობის დაფინანსება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას THE Hill-ი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ადმინისტრაცია გადასახადების გადამხდელთა ფულის დახარჯვას მსგავს პროექტებზე აღარ აპირებს.

"ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკა იქნება, რომ გადასახადის გადამხდელი ამერიკელების არც ერთი დოლარი არ დაიხარჯება სასაზღვრო კედელის მშენებლობისთვის",- აცხადებს ბაიდენი.

ჯო ბაიდენის განკარგულებით, მექსიკის საზღვარზე 2019 წლიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც გაუქმდა. მექსიკის კედლის მშენებლობისთვის პენტაგონის ფონდებიდან 2,5 მილიარდი დოლარი 2019 წელს გამოიყო.

დონალდ ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობის შესახებ, საკუთარი კამპანიის დასაწყისიდან საუბრობდა.