გაერთიანებული სამეფო დასავლურ თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამას აგვისტოში დაიწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ განაცხადა.
მაისში, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ზაფხულში დაიწყებდა უკრაინელი მფრინავების ჯგუფების მომზადებას.
თებერვალში პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განმარტა, რომ გაერთიანებული სამეფო შეიმუშავებს ახალ სასწავლო პროგრამას უკრაინელი მფრინავებისთვის, რათა მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, შექმნან ახალი უკრაინული საჰაერო ძალები NATO-ს სტანდარტების F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენებით.