გაფიცული მეშახტეები პროტესტს გარკვეული პირობით წყვეტენ

ტყიბულელმა მეშახტეებმა 33 საათიანი გაფიცვა, კონკრეტული პირობებით შეწყვიტეს. ამის შესახებ Europetime-ს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

დოლაბერიძის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ჩაერთო და საბოლოდ კომპანიასთან შეთახდნენ, რომ მეშახტეების ხელფასის ოდენობის საკითხს, ხვალ დილით კომპანიის ოფისში განიხილავენ.

" ის რომ გაფიცვა შეწყდა და ხვალიდან მოლაპარაკებები დაიწყება, ცალსახად მისასალემებელი ფატქია რადგან, ფიზიკურად ძალიან რთლია შახტაში გაჩერება და ყოფნა. სახელფასო დავალიანებას ადგილი არ აქვს. მეშახტეთა ხელფასები მიბმულია გამომუშავებაზე, იმის მიხედვით, თუ რამდენ ტონა ქვანახშირს მოიპოვებენ. იანვრის თვეში გეგმა ჩავარდა. გარკვეული მიზეზების გამო მცირე რაოდენობის ქვანახშირის მოპოვება მოხდა.რომ დათვალეს, აღმოჩნდა, რომ ხელფასები 50-60 პროცენტით ნაკლები უნდა აეღოთ. სწორედ ეს გააპროტესტეს მეშახტეებმა.

კომპანიის პასუხისმგელობა ის არის, რომ გეგმა შეიძლება ვერ შესრულდეს ორი მიზეზით. ერთია, როცა დამსაქმებლის გამო ვერ სრულდება, მეორე როცა - დასაქმებულის გამო. მეშახტეები ამბობენ, რომ მთელი თვე იმუშავეს, პრობლემების მოგვარება უკვე კომპანიის პრეროგატივა იყო, რის გამოც ცოტა ქვანახშირის მოპოვება ხდებოდა. როგორც მეშახტეები მეუბნებიან გეოლოგიური და ტექნიკური მდგომარეობა უშლიდათ ხელს. ამბობენ, რომ გარდა გეოლოგური პრობლემებისა, თავისუფალი ვაგონების და სხვა საჭირო მასალების მიტანა გვიანდებოდა. კომპანიამ ისე მიღო გადაწყვეტილება, შეფასება არ გაუკეთებია, ვისი მიზეზით ვერ შესრულდა გეგმა. ეს იყო მთავარი საკითხი, რაშიც მეშახტეები არიან მართლები. კომპანია დათანხდა, ამოდით ჯერ და ხვალ დილიდან დავიწყოთ შეხვედრები და გავარკვოთ, ვისი ბრალეულობით არ შესრულდა გეგმა. მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით მეშახტეები უკვე მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებენ", - განუცხადა Europetime-ს თამაზ დოლაბერიძემ.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით,, შახტაში მუშაობა ხვალ დილიდან განახლდება. მეშახტეების მოთხოვნებს კი, სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციის, მეშახტეებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტება.

მეშახტეების განმარტებით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. ასევე ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.